„საქმე გვაქვს ორი მთავარი საკითხის დაპირისპირებასთან, ეს არის სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება“-ასე ეხმაურება თავდაცვის მინისტრი ბერა ივანიშვილის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას.
გელა ზედელაშვილი: „ბერა, მამაშენმა 3 მილიარდი დოლარი დაახარჯა ქვეყანას, ესენი მაინც ლანძღავენ…“
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ფონზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს, თუმცა აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი 25 წლის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებას ეწევა.
„მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ სწორედ ბატონი ივანიშვილი და მისი ოჯახი, 25 წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებას ეწევა. დღეს საქმე გვაქვს ორი მთავარი საკითხის დაპირისპირებასთან, ეს არის სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება. როდესაც ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ისეთ კეთილშობილურ საქმიანობას, როგორც არის ქველმოქმედება და ისეთი საქმეს, რომელიც კონკრეტულ ციფრებში აისახა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის 3 მილიარდი დოლარის ქველმოქმედებას მოიცავს, რა თქმა უნდა აქ სერიოზული კომენტარის გაკეთება ძალიან გამიჭირდება“- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ბერა ივანიშვილი ამაზონის ჯუნგლების აღდგენისთვის ერთ მილიონ დოლარს გამოყოფს.ბრაზილიური გარემოსდამცველი ორგანიზაციის ცნობით, ბერა ივანიშვილი ნოემბერში ბრაზილიაში ჩასვლასაც გეგმავს, რა დროსაც ამაზონის ტროპიკულ ტყეს მოინახულებს.
ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის #PovosDaFloresta ელჩი გახდა
ბრაზილიური გარემოსდამცველი ორგანიზაცია “იესეი”(ISA – „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი“) ინფორმაციით, 24 წლის მომღერალი და მუსიკოსი, რომელსაც youtube-ზე 110 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ბრაზილიის მკვიდრი მოსახლეობის ხმას ევროპამდე მიიტანს და ორგანიზაციის გარემოსადცვით მუშაობას გააძლიერებს.
ორგანიზაცია იმასაც აღნიშნავს, რომ ბერაზე დიდი გავლენა მოახდინა 2019 წლის აგვისტოში ამაზონის ტროპიკულ ტყეში გაჩენილმა ხანძარმა და სწორედ ამან უბიძგა მომღერალს, რომ ბრაზილიური ორგანიზაციის პარტნიორი გამხდარიყო.