LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: „მზად ვართ, ვიაროთ ოპოზიციის მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებში”

123
bzamochra

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობის წევრები მზად არიან იარონ მათ კრიტიკულად განწყობილი მედიების ეთერებში და მიიღონ მონაწილეობა დებატებში.

„ჩვენ აბსოლუტურად გვინდა განვაცხადოთ საჯაროდ, გვაქვს მზაობა, ყოველთვის გვქონდა მზაობა, რომ თამაშის გარკვეულ წესებზე, იმ რაღაც მინიმალურ სტანდარტზე შევთანხმდეთ ჩვენს ოპოზიციასთან, როგორიც არ უნდა იყოს ის, მოგვწონს თუ არ მოგვწონს.

თუ ეს წესები არ შეთანხმდა, თუ მათი ეს პოლიტიკა მხოლოდ მიზანმიმართული იქნება იმაზე, როგორ არიონ ქვეყანა, როგორ დაანგრიონ, როგორ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მათ შორის, მზად ვართ, დიახაც, მათ მიერ მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებშიც ვიაროთ, მოგცეთ ინტერვიუები, გაიმართოს რეალური დებატები, რეალური, საქმიანი, შინაარსიანი და არა შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება და ჩხუბი.

პრემიერი ოპოზიციას: ერთად შევასრულოთ პირველი პირობა – პოლარიზების დასრულება, ქვეყნის ინტერესშია არ იყოს გაუთავებელი ჩხუბი

კითხვა იყო, რატომ არის დღეს განსხვავებული ფორმატი და ასე ვთქვათ, სტილი – ძალიან მარტივია ამაზე პასუხი. როცა ადამიანს ცილს გწამებენ, გაყენებენ შეურაცხყოფას, ცდილობენ ობსტრუქციის მოწყობას და ათას უმსგავსობას, ბუნებრივია, ადამიანს უჩნდება განცდა იმისა, რომ იქ ყოველგვარი კონსტრუქციული ელემენტი გამოცლილია და მათი სურვილი არ არის კონსტრუქციული დიალოგის გამართვა. მე თქვენთან მაქვს დღეს აბსოლუტურად ჯანსაღი, კონსტრუქციული დიალოგი და ყოველთვის ვიქნებით ამისთვის მზად.

ღარიბაშვილი: ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში

მათი (ოპოზიციის) მხრიდან არ გვინახავს არც ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, ისინი გამოდიან, საუბრობენ, თან ვინ – ძალა, რომელსაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე არაფერი გაუკეთებია, პირიქით, შეგნებულად აფერხებს ამ პროცესს. ჩვენ რომ არ მოვსულიყავით, სად ვიქნებოდით, ძალიან კარგად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. პირველი პირობა, შევახსენებ ჩვენს ოპოზიციას, მათი შესასრულებელია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი: „ურსულამ მიულოცა პრემიერს, ბატონმა მიშელმა – ქართველ ხალხს, მგონი ნორმალურია – ნუ ეძებთ ყოველთვის რაღაც ხინჯს, ვეძებოთ პოზიტივი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები