LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რომ არ დაგვეწყო, 3 მილიონამდე ადამიანს 6 მილიარდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან მოუწევდა“

132
ირაკლი-ღარიბაშვილი

„2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მილიონ ლარს შეადგენდა, აღნიშნული პროგრამა რომ არ დაგვეწყო, ჩვენს მოსახლეობას, დაახლოებით, სამ მილიონ ადამიანს ექვსი მილიარდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან მოუწევდა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი: რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, მღელვარების საფუძველი არ გვაქვს 

ირაკლი ღარიბაშვილმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზეც ისაუბრა და თქვა, რომ პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 80 000-ზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა და პროგრამის ღირებულება 3,5 მილიარდ ლარზე მეტი დაჯდა:

„ახლა მინდა კიდევ რამდენიმე შედარებითი მაგალითი მოგიყვანოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო იყოს ჩვენს მიერ ამ ათი წლის განმავლობაში განხორციელებული დადებითი ცვლილებები.

როგორც მოგახსენეთ, 2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მილიონ ლარს შეადგენდა. კითხვა რომ დავსვათ, რომ არ დაგვეწყო ჩვენ აღნიშნული პროგრამა, ჩვენს მოსახლეობას, მოქალაქეებს, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა 6 მილიარდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან. ბანკებიდან უნდა აეღოთ სესხები და ა.შ. სახელმწიფოს მიერ გაღებული შვიდი მილიარდი ლარის დაფინანსების შედეგად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, ჩვენმა ხალხმა დაზოგა ექვსი მილიარდ 300 მილიონი ლარი ამ ათი წლის განმავლობაში. ასევე მინდა, რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის თაობაზე, რომელიც ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, მისი გადაწყვეტილებით დაიწყო.

ეს პროგრამაც შეიძლება ითქვას, იყო რევოლუციური. შედეგები არის თვალსაჩინო. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ. თითო პაციენტს, მოქალაქეს, ამ პროგრამით მკურნალობა დაუჯდებოდა 125 000 ლარი. პროგრამის ფარგლებში ჯამში 80 000-ზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა და პროგრამის ღირებულება 3,5 მილიარდ ლარზე მეტი დაჯდა. ჩვენ ეს პროგრამა განვახორციელეთ ამერიკულ კომპანია „გილიარდთან“ ერთად, რისთვისაც მადლობა მინდა, გადავუხადო კომპანია „გილიარდს“ და ამერიკის მთავრობას. ესეც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა აღმოჩნდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები