LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღუდუშაური: ამ ეტაპზე უკრაინაში ვიზიტი არ იგეგმება – რასაც ოპონენტები გვიკიჟინებენ არის ამორალური პოლიტიკური კეკლუცობა

122
ალუდა

ამ ეტაპზე უკრაინაში ვიზიტი არ იგეგმება – როდესაც საერთაშორისო პარტნიორები მაღალი დიპლომატიური სიფრთხილითა და სიზუსტით მოქმედებენ, ბუნებრივია, ჩვენი ნაბიჯებიც სწორედ ასეთია, – აღნიშნული განმარტება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გააკეთა.

CNN-ი კადრებს ავრცელებს: როგორ გადაადგილდებიან რუსული ტანკები უკრაინის საზღვრის მიმართულებით

მისივე თქმით, საქართველო დგას იქ, სადაც მთელი ცივილიზებული სამყარო და საერთაშორისო პარტნიორები დგანან – “არამც და არამც არც მარცხნივ და არც მარჯვნივ”. ამ კონტექსტში ღუდუშაური იმასაც ამბობს, რომ ოპონენტების მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ კეკლუცობას.

“უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, არ იქნეს ომი დაშვებული. ჩვენი ოპონენტების მხრიდან ძალიან საშიშ პოლიტიკურ კეკელუცობას აქვს ადგილი.

მთელი ცივილიზებული სამყაროს სრული ძალისხმევა, მათ შორის ჩვენიც- რაც ჩვენ ხელგვეწიფება მიმართულია იქითკენ, რომ არ იყოს ომი. საქართველომ უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო და მაღალი დიპლომატიური სტანდარტების მქონე მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რასაც ოპონენტები გვიკიჟინებენ არის ამორალური პოლიტიკური კეკლუცობა”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

რუსეთს არ უნდა აწყობდეს ომი, მათ აწყობთ შანტაჟი, რითაც შეაშინებს მსოფლიოს: პაატა ზაქარეიშვილი

ცნობისთვის, ამერიკული გამოცემა CBS-ი წერს, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ნაწილები თავდასხმის პოზიციაში გადავიდნენ.

გამოცემის წყაროს მიხედვით, რუსეთის სამხედრო ნაწილები თავდასხმის პოზიციაში გადავიდნენ, რაც 13 თებერვლის მდგომარეობის ცვლილებაა. 13 თებერვალს სამხედრო ნაწილებმა ჩვეული განლაგების ადგილი დატოვეს, თუმცა თავდასხმის პოზიციაში ჯერ არ იყვნენ გადასული.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე – ზელენსკის საგანგებო მიმართვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g