LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: სრული ქაოსია „ნაცმოძრაობაში“ – ვითარება, რასაც თვალს ვადევნებთ, აბსურდის თეატრია, რევოლუციური კომიტეტის დაშლის პროცესი მიმდინარეობს

139
BeFunky-collage

სრული ქაოსია „ნაცმოძრაობაში“ – ვითარება, რასაც თვალს ვადევნებთ, აბსურდის თეატრია, რევოლუციური კომიტეტის დაშლის პროცესი მიმდინარეობს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომ „ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში არ ირიცხება“.

ვიდეო: „ნიკა მელია აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“ – რა კითხვას უპასუხა წერილობით ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში

„ამ სიტუაციას ნეიტრალური სიტუაციიდან რომ შევხედოთ, არ არსებობს არცერთი ორგანიზაცია, არცერთი პარტია, უწყება, სადაც დირექტორი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას, ხაბეიშვილმა ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოსთან ან რაიმე კოლექტიური ორგანოსთან შეთანხმების გარეშე მიიღო, რომელიც ალბათ აქვთ და რომელიც იმ ადამიანის დაწერილ მანიფესტს, რომელიც არც საქართველოს მოქალაქეა და პარტიაშიც არანაირ იერარქიულ პოზიციას არ იკავებს.

სრული ქაოსია „ნაცმოძრაობაში“. შეიძლება სასამართლოში იქნეს ეს თემა განხილული, მაგრამ ამასაც აზრი არ აქვს, იმიტომ რომ დაშლის პროცესი მიმდინარეობს. სამართლებრივი მხარე მოშლილი, მორღვეული აქვს ამ ყველაფერს და ლევან ხაბეიშვილის ცოდნა პარტიული მმართველობის საკითხების, კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ფაქტია, რომ რომელიმე ტრიბუნიდან „ნაცმოძრაობაზე“ მსჯელობა, როგორც ერთიან მონოლითურ პოლიტიკურ ძალაზე საფუძველს მოკლებულია. პარტიაც აღარაა. რევოლუციური კომიტეტია და თუ რევოლუციურ კომიტეტში ერთი რევოლუციონერი მეორემ გარიცხა, რასაკვირველია, ამას გარკვეული პოლიტიკური დასაბუთება სჭირდება. სამართლებრივ ნაწილს თავი რომ დავანებოთ, ეს ვითარება, რასაც თვალს ვადევნებთ აბსურდის თეატრია. რევოლუციურ კომიტეტის დაშლის პროცესი მიმდინარეობს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ჟურნალისტის კონსპექტს პარტიის თავმჯდომარე ხელს აწერდეს, მსგავსი რამ თუ მენახოს, რა საცოდაობაა“ – ეკა ხერხეულიძე

„მიშა პარტიაში არსად არ არის, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს და ყველა თანხმდება – ყველგან არის.. ხაბეიშვილი არის, მაგრამ – არსად არ არის“ – გია ხუხაშვილი ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g