LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გილოცავთ“, დასრულდა მცდელობა, რამე კარგი გაეკეთებინათ ქვეყნისთვის“, „ოცნებამ ერთადერთი კომპრომატი მიპოვა“ – რას წერენ სახალხო დამცველობის ყოფილი კანდიდატები

261
Untitled design

სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩავარდნას ომბუდსმენობის კანდიდატები – ანა აბაშიძე და გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში ეხმიანებიან.

პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია – „ქართულმა ოცნებამ“ წარდგენილ 3 კანდიდატს მხარი არ დაუჭირა

გიორგი ბურჯანაძე მადლობას უხდის ყველას, ვინც პროცესში მას მხარს უჭერდა და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ერთადერთი კომპრომატი უპოვა – 2022 წლის 20 ივნისის აქციაზე დგომა:

„დღეს პარლამენტმა ჩააგდო სახალხო დამცველის პოზიციაზე ჩემი კანდიდატურა.

რამდენიმემ მომწერა გამამხნევებელი მესიჯი და მთხოვეს, რომ არ მენერვიულა. ყველას ამას ვპასუხობ და მართლა ასე ვგრძნობ თავს – ერთი წამით არ ვღელავ და არ ვნერვიულობ. იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ სამთვიან პროცესში ჩემი სახალხო დამცველობის საწინააღმდეგო არგუმენტი არაფერი მომისმენია.

ბოლოს ქართულმა ოცნებამ ერთადერთი კომპრომატი მიპოვა – 2022 წლის 20 ივნისის და შემდგომი 2 აქციაზე დგომა, მართლა სხვა არგუმენტი არ აქვთ. მოსამართლეც რომ ვყოფილიყავი, მაგ აქციაზე ვიდგებოდი.

ამ პოსტით რამდენიმე მადლობა მინდა ვთქვა:

1) პირველ რიგში, დიდი მადლობა ადამიანის უფლებების დამცველ 52 არასამთავრობო ორგანიზაციას ჩემი მხარდაჭერისთვის. ეს არის მთავარი საკითხი სახალხო დამცველის კანდიდატობისთვის და მადლობა მათ ამხელა ლეგიტიმაციისთვის. ამ პროცესის კოორდინაციას „საფარი“ ახდენდა და ბაია პატარაიას და თამთა კახაბერიძეს პერსონალური მადლობა ჩემგან!

2) დიდი მადლობა პროფესიულ კომისიას, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრმა დაუმსახურებლად არ შემაფასა, მაინც მესამე ადგილზე ვიყავი საშუალო ქულით. არ მითქვამს აქამდე და განსაკუთრებულად დიდი მადლობა დათო ასათიანს, ნათია კუპრაშვილს და ლევან ცუცქირიძეს;

3) დიდი მადლობა ევროპარლამენტს, რომელმაც პირდაპირ მოითხოვა სახალხო დამცველის შერჩევა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი და კომისიის მიერ საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატებისგან;

4) ძალიან დიდი მადლობა ოპოზიციას. გირჩის და ქართული ოცნების გარდა, ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარდგენა/მხარდაჭერა მქონდა პარლამენტში.

ოპოზიციის პრინციპულობის შედეგია ის, რომ დღეს არ გვყავს გონგო ან პროსახელისუფლებო კანდიდატი სახალხო დამცველად. ოპოზიციამ პირწმინდად დაიცვა პარიზის პრინციპების მოთხოვნები, რაც გულისხმობს იმას რომ სახალხო დამცველი უნდა იყოს უფლებადამცველი. ისინი ცდილობდნენ ყველანაირად რომ ევროკავშირის მე-12 წინაპირობა შესრულებულიყო;

5) მადლობა საქართველოს მე-6 სახალხო დამცველს და კოლეგებს აპარატში. მათი მხარდაჭერა და პროფესიონალიზმი იყო ის რაც მე მაძლიერებდა და ყველა კითხვაზე პასუხის თამამად გაცემის საშუალებას მაძლევდა;

6) დიდი მადლობა ჟურნალისტებს. მრავალი ბეჭდური მედია და ტელევიზია მაშუქებდა, დროს მითმობდა და მაძლევდა საშუალებას მიმეტანა ხალხამდე ჩემი სათქმელი;

7) უდიდესი მადლობა იმ უცხო ხალხს, რომელიც ყოველდღე მხვდება ქუჩაში, ტრანსპორტში, კაფეში, მარკეტში და რომელიც წარმატებებს მისურვებს. ამ პროცესიდან ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სიახლე, აღმოჩენა და ბედნიერებაც ჩემთვის.

უდიდესი მადლობა ჩემს მომავალ კოლეგებს თავისუფალი უნივერსიტეტიდან ასევე მათი არაერთგზისი მხარდაჭერისთვის და გამხნევებისთვის. მადლობა ბევრ თქვენგანს ფეისბუკზე და სხვა სოციალურ ქსელში უდიდესი მხარდაჭერისთვის, თქვენი გზავნილებისთვის და რეაქციებისთვის!

მე მჯეროდა, რომ ვიქნებოდი ამ ქვეყნის და მის ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირისთვის კარგი და დამოუკიდებელი სახალხო დამცველი.

ვწუხვარ იმაზე, რომ ვისაც ეს სჯეროდა ჩემთან ერთად, მათი იმედები ვერ გამართლდა. მაგრამ მათთან და ყველასთან მართალი ვარ, რადგან ყველაფერი ვცადე და გავაკეთე. საბოლოოდ მხოლოდ დაუსაბუთებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებით მითხრა უარი საპარლამენტო უმრავლესობამ.

სადაც უნდა ვიყო და რასაც უნდა ვაკეთებდე მომავალში, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის ვიმუშავებ.

მადლობა კიდევ ერთხელ გვერდში დგომისთვის და I will be back“, – წერს გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.

პროცესის ჩავარდნას ეხმიანება კიდევ ერთი კანდიდატი – ანა აბაშიძეც:

„გილოცავთ“, ახლა უკვე ოფიციალურად ჩავარდა პროცესი. დასრულდა მცდელობა, რამე კარგი გაეკეთებინათ ქვეყნისთვის.

პ.ს. 12 პრიორიტეტის ჩაგდებაც მე და გიორგის დაგვბრალდა. „ნიჭიერი“ ხალხია ოცნების შემადგენლობაში“, – წერს ანა აბაშიძე.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნებამ“ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. უმრავლესობაში განაცხადეს, რომ სხვადასხვა გარემოების გამო, მათთვის წარდგენილი სამი კანდიდატი პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა.

ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატებიდან გიორგი ბურჯანაძემ 16, ანა აბაშიძემ 12, ნაზი ჯანეზაშვილმა კი 8 ხმა მიიღო. ახალი სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმაა საჭირო, შესაბამისად, კანდიდატის მხარდასაჭერად პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსია საჭირო.

ლევან ბეჟაშვილი: მმართველი გუნდი უნდა ხვდებოდეს, რომ ნებისმიერი სახალხო დამცველი ვერ იქნება „ქართული ოცნების“ დამცველი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები