გიორგი გაბუნიამ თავისი მონოლოგი ცნობილი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალებას მიუძღნა. ტელეწამყვანმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბრწყინვალე ხელოვანი სხვანაირ გაცილებას იმსახურებდა. მისი მოსაზრებით, თბილისობის დღსასწაულის აღნიშნვნა აუცილებლად უნდა გადადებულიყო და გია ყანჩელისთვის შესაბამისად უნდა მიეგოთ პატივი.

გიორგი გაბუნია:

ორი დღის წინ ჰოლანდიაში, ჰააგის მთავარი სამრეკლოდან, მთელმა ქალაქმა მოისმინა „ყვითელი ფოთლები“. იდეა ჩვენსავე საელჩოს ეკუთვნოდა. სამაგიეროდ, ამ დროს,  აქ გია ყანჩელი ტაშფანდურის, მწვადისა და ხინკლის სუნის ფონზე გააცილეს და ბოლოს ფოიერვერკიც დააყოლეს. დედაქალაქის ხელმძღვანელობამ არ ჩათვალა გენიალური კომპოზიტორის გარდაცვალება საკმარის საბაბად იმისთვის, რომ თბილისობის საზეიმო ღონისძიებები ერთი კვირით ან თუნდაც ერთი დღით მაინც გადაედო. ამიტომ დღესასწაული ჩვეულებრივად გაგრძელდა. ერთ მხარეს ყანჩელს გლოვობდნენ, მეორე მხარეს კი თბილისობის მონაწილეები ზეიმობდნენ. ჩვენ ხომ არ ვიცით, როდის მოვესწრებით ასეთი გიგანტის დაბადებას… დიახ, ყანჩელისნაირი შემოქმედის დაკარგვა ქვეყნისთვის ეროვნული ტრაგედიის ტოლფასია და უფრო მეტი პატივის მიგებას იმსახურებს…“

მსგავსი თემები