LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა

121
filipi da gaxo 33

გიორგი გახარია სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს, ფილიპ რიკერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველო-ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგშია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. გიორგი გახარიამ დეტალურად ისაუბრა საკუთარი პარტიის და საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ.

გიორგი გახარია და ფილიპ რიკერი შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა სამომავლოდ კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.

შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ესწრებოდნენ“. – აღნიშნულია პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები