LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორეს ენტონი ბლინკენისა და ჯო ბაიდენის მოკითხვა გადავეცი, რომლებიც აფასებენ ამ ქვეყნის რელიგიურ ტრადიციებს: ფილიპ რიკერი

52
ilia rikeri

საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა საქართველოს პატრიარქი მოინახულა.

შეხვედის შემდეგ რიკერმა განაცხადა, რომ მის უწმინდესობას სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ჯო ბაიდენის მოკითვა გადასცა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს დილით მქონდა მის უწმინდესობასთან, ილია მეორესთან შეხვედრის შესაძლებლობა. ვისაუბრეთ, თუ რას ვაკეთებთ, რომ ვცდილობთ სხვადასხვა მონუმენტისა და ღირსშესანიშნაობის რესტავრაციას.

ვისაუბრეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის სამომავლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში. ამერიკა ძალიან ამაყია ამით.

მის უწმინდესობას ასევე გადავეცი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა, რომლებიც ასევე აფასებენ ამ ქვეყნის რელიგიურ ტრადიციებს. ამ ძეგლის რეაბილიტაცია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან თვალშისაცემია, რომ ეს ადგილი ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.

ფილიპ რიკერმა ჯვრის მონასტერი დაათვალიერა.

მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერმა  აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიდა დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

შეგახსენებთ, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოში ვიზიტის შემდეგ ფილიპ რიკერი აზერბაიჯანსა და სომხეთში გაემგზავრა. ბაქოსა და ერევანში შეხვედრების შემდეგ კი, კვლავ თბილისში დაბრუნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები