„მთავარი ექიმი“ აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ცნობილი მუსიკოსი, ხმის რეჟისორი, გიორგი გვარჯალაძე საუბრობს თავისი უფროსი ქალიშვილის, ლენოს შესახებ. გოგონა, შეგახსენებთ, მცირე ხნის წინ საცხოვრებელი სახლის მაღალი სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
როგორც გიორგი ჰყვება, მას ლენოსთან არაჩვეულებრივი მამა-შვილური და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა გარდატეხის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. მუსიკოსის თქმით, სუიციდისკენ მიდრეკილება თავადაც ჰქონდა და გადარჩენილია. არ ეგონა, რომ ამას მისი შვილი გააკეთებდა.
„ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ იყო განსხვავებული. ჩვეულებრივი, მიღებული წესებით მასთან ურთიერთობა არ გამოდიოდა. ვერ შევთანხმდით რაღაცებზე, ღამე სახლიდან გასვლებზე, ტელეფონის გამორთვაზე. მე ვეუბნებოდი, უზრუნველგყოფ ტელეფონით და მჭირდება, რომ დაგეკონტაქტო.
ლენოს ჰქონდა სუიციდური მიდრეკილებები. მეც მქონდა ბავშობაში და გადარჩენილი ვარ. მე მეგონა, რომ ვერ იზამს, მე ხომ ვერ ვქენი და მართლა არ გადახტა, ბიჭო?!.“
როგორც გიორგი აღნიშნავს, ბოლოს მაგრად იჩხუბეს. სახლიდან გამოსვლის წინ ლენოს არ ჩახუტებია… ისე მინდოდა მასთან ჩახუტება, მისთვის თქმა, რომ მა, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ გადავლახავთ ამ ერთ-ორ კრიზისულ წელს და ისევ ისეთი მეგობრები ვიქნებით, როგორიც ვიყავით ორი წლის წინ… მაგრამ მეორედაც ნინის ჩავეხუტე, ლენოს მაგივრად….“.