LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კაპანაძე – კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა ზრდის დესტაბილიზაციის საფრთხეს

184
kapanadze-giorgi1

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კაპანაძის შეფასებით კადიროველთა ავტოკოლონის შესაძლო გადაადგილება საქართველოს ქალაქებში ქართული უსაფრთხოების სამსახურების უმოქმედობასა და პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებს.

კაპანაძე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ბათუმში გასამხედროებული კადიროველები” იმყოფებიან.

„რამზან კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა ზრდის დესტაბილიზაციის საფრთხეს და პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან.

კადიროვის გარემოცვა ეჭვმიტანილია საქართველოს ტერიტორიაზე მედია-მენეჯერების მკვლელობის მცდელობაში. მისი დაჯგუფება გამოირჩევა სისასტიკითა და პუტინის რეჟიმის ბრძანების უპირობო შესრულებით, რაც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებისათვის.

შესაბამისად, კადიროველთა ავტოკოლონის გადაადგილება საქართველოს ქალაქებში, მაშინ, როდესაც სუს-ის ბიუჯეტი 180 მილიონია, ხოლო შსს-ს ბიუჯეტი მილიარდზე მეტი, ნათლად მიუთითებს ქართული უსაფრთხოების სამსახურების უმოქმედობასა და პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობაზე, რადგან ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც პუტინის კრიტიკოსი მტერია, ხოლო კადიროველი, ტურისტი და მოყვარე“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები