LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ქობულია ნათია თურნავამ შეცვალა- პრემიერმა ბრძანებას ხელი მოაწერა

135
20190306140910

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გიორგი ქობულიას გათავისუფლების შესახებ.

ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსდა.

არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ნათია თურნავა დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ათი თვის განმავლობაში იკავებდა. ის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა, მანამდე კი ბიზნესის სფეროში საქმიანობდა.

რა გახდა ამ საკადრო ცვლილების მიზეზი უცნობია, თუმცა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ქობულიას გათავისუფლება იგეგმებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g