LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია: „გახსოვდეთ, რომ ყველანაირი სპეკულაცია ვნებს მიშას ისედაც შერყეულ ჯანმრთელობას, გთხოვთ პატივი სცეთ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ღირსებას“

186
გიული და მიშა 123

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას არ ადანაშაულებს მოწამვლაში, არამედ მას მიაჩნია, რომ „აქ უცხო სახელმწიფოს კვალია“.

გიული ალასანიამ ყველას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავი შეიკავონ.

აღნიშნული განცხადება გიული ალასანიას სახელით მესამე პრეზიდენტის ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.

„ქ-ნი გიული ალასანიას განცხადება – “გვინდა ნათლად და გასაგებად გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც მიშას მტრად მიიჩნევს.

ამერიკაში ეს ტესტები გაკეთდა საუკეთესო ლაბორატორიაში და გაანალიზდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ. რა თქმა უნდა ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან თავის რეპუტაციას და ზერელედ ამ საკითხს არავითარ შემთხვევაში არ მოეკიდებოდნენ.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ყველას მოვუწოდებ თავის შეკავებისკენ, როგორც პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისგან, ასევე მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან.

აქ წყდება საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და ყველას ვთხოვ მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინოს.
მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს რაიმე სახის მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში და იმედი აქვს სამართლიანი გადაწყვეტილების.

გახსოვდეთ, რომ ყველანაირი სპეკულაცია ვნებს მიშას ისედაც შერყეულ ჯანმრთელობას, გთხოვთ პატივი სცეთ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ღირსებას.“ – ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე.

გიული ალასანია: ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში

ვიდეო: “ეს იყო სპეცოპერაცია, რათა შეეტყუებინათ საქართველოში, რომ მომხდარიყო სააკაშვილის განადგურება, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად” – ლიზა იასკო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g