LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გივი და კახი ხშირად ერთად დადიოდნენ გაჭირვებული ხალხის დასახმარებლად…”

159
kavsadzenews513

ირაკლი კავსაძე და ზურა ბერიკაშვილი მაია ასათიანის შოუში მამების მეგობრობას იხსენებენ. ზურა ამბობს, რომ ისინი ხშირად ერთად ეხმარებოდნენ გაჭირვებულ ადამიანებს.

ზურა ბერიკაშვილი:

“ერთხელ შევესწარი, ვიღაცას დიდი პრობლემა ჰქონდა და უნდა მისულიყვნენ სამინისტროში მის დასახმარებლად. გივი ეუბნება: მე სათქმელს ვიტყვი და მერე შენ გაიხუმრებ, ანეკდოტს მოჰყვები. გეგმა დასახეს. როგორც წესი, მოქმედებდა ხოლმე…”

ირაკლი კავსაძე და ზურა ბერიკაშვილი ერთ ჯგუფში სწავლობდნენ. როგორც ირაკლი აღნიშნავს, ერთად ძალიან კარგი წლები გაატარეს, თუმცა ისეთი მეგობრობით ვერ დაიკვეხნიან, როგორიც კახი კავსაძესა და გივი ბერიკაშვილს ჰქონდათ. “ჩვენ რა დაგვაშორებს, იქით ვარ, თუ აქეთ, ერთი მთლიანობაა. როცა ბერიკა მესმის, რაღაც ინთება…”

ირაკლი კავსაძე: “კახი იქიდან გვიყურებს. დარწმუნებული ვარ, რომ იქ თეატრიც არის…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g