დღეს სოციალურ ქსელში მოქალაქე მარი კაკაურიძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა.
გოგონა წერდა, რომ კოვიდინფიცირებული დედ-მამა ადგილების არარსებობის გამო, ვერცერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ვერ მოათავსა. მათი მდგოამრეობა კი მძიმე იყო და სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ რეანიმაცია.
„გამარჯობა, ორივე მშობლები მყავს მძიმედ კოვიდინფიცირებულები. რეანიმაცია ესაჭიროებათ, ყველა თუ ვინმე მყავდა ნაცნობი უკვე შევაწუხე იქნებ ერთისთვის მაინც მიპოვოთთქო და ამ დრომდე არაფერია. იქნებ დამეხმაროთ და ერთის სიცოცხლე მაინც შემინარჩუნოთ! გემუდარებით“- მიმართავდა გოგონა საზოგადოებას.
როგორც სოციალურ ქსელში მარი კაკაურიძის ახლობლები წერენ, გოგონას დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის დღეს გარდაიცვალა.

