LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომელაურმა ჩემი ოჯახი გაწირა, ისიც კი არ გაითვალისწინა, რომ მისი შვილი ჩემი 4 წლის ძმისშვილის ნათლიაა.. მამაჩემის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – ნინი გოგაშვილი

414
გომელაური გოგაშვილი

სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ოჯახი შიშობს, რომ პატიმრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

გოგაშვილის შვილი ნინი გოგაშვილი „ტვ პირველთან“ აცხადებს,  რომ იმ შემთხვევაში თუ მამამისის რამე დაემართება, პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება:

„საკმაოდ მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რომელიც ბოლოს გავრცელდა. სხვადასხვა შეცდომებსა და დარღვევებზე საუბრობს მამაჩემი. ალბათ, ამ საკითხით გამოძიებაც დაინტერესდება.

ამ ეტაპზე, რაზედაც ოჯახი ვფიქრობთ, მამაჩემის უსაფრთხოებაა, ვფიქრობთ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

იმ შემთხვევაში, თუ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას  რაიმე სახის პრობლემა შეექმნება, სრული პასუხისმგებლობა საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება“.- აცხადებს ნინი გოგაშვილი.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომალაურმა “ყველაფერს მოაწერა ხელი”.

„ფაქტია, რომ გომელაურმა ჩემი ოჯახი გაწირა. მან ისიც კი არ გაითვალისწინა, რომ მისი შვილი ჩემი 4 წლის ძმისშვილის ნათლიაა, რომელიც 14 საათი ჩაკეტილი ჰყავდათ. მათ არავინ აინტერესებთ, მათ შორის არც ბავშვი.

დარწმუნებული ვარ, რომ ისინი რადიკალურ ზომებს მიმართავენ, გააგრძელებენ დანაშაულებრივ ქმედებებს გააგრძელებენ, იმისთვის რომ მამაჩემზე შური იძიონ“. – განაცხადა ნინი გოგაშვილმა.

ამავე თემაზე:

შემზარავია, თუ ეს სიმართლეა, მაგრამ შემზარავია მაშინაც, თუ სიმართლე არაა – ჰელსინკის კომისიის მრჩეველი მუხთარლის გატაცების თაობაზე, გოგაშვილის მიერ გავრცელებულ დეტალებზე

სოსო გოგაშვილი: აფგან მუხთარლი ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, კადრები ე.წ ოტომ წაშალა

სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ გომელაურმა შვილის საქმრო მისი ეთნიკურობის გამო გაატაცებინა და აწამებინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები