LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

89
გვირაბი

გორის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 2021 წლის 22 ივნისის 00:00სთ-დან 24 ივნისის 00:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 24 ივნისის 00:00სთ-დან 26 ივნისის 00:00სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებაა.

„საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.