LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს

120
მერაბ კობიაშვილი

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს.

ინფორმაციას ადასტურებს ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზიშვილი. როგორც კობიაშვილის უფლებადამცველი წერს, ბრალდებული შემთხვევის დროს თავს იცავდა.

გორის რაიონულ სასამართლოში მსჯელობა გუშინ, 16 დეკემბერს დაიწყო. პირველ ჯერზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტის გამოტანა ვერ შეძლეს, განმეორებით კენჭისყრაზე კი მათ გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

ცნობისთვის, 2020 წლის 16 თებერვალს გუდაურში მომხდარი შემთხვევის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს და ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, მოგვიანებით კი, ადვოკატის თქმით, ცემის მუხლიც.

გამოძიების თავდაპირველი ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g