LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას იმდენი ხალხი იცავს, რომ იმასთან ნულები ვართ. უფალს ვეხვეწები გასცეს პასუხი ჩემი შვილის გამო – ყველა მკვლელი სათანადოდ უნდა დაისაჯოს“ – გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის დედა

219
თამაზ გორთამაშვილის დედა

გორის რაიონული სასამართლოში ნაფიც მსაჯულების მიერ 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილის უდანაშაულოდ ცნობას, გორთამაშვილის ოჯახის პროტესტი და ხმაური მოჰყვა. სასამართლო პროცესს გორთამაშვილის ოჯახის ახლობლებთან ერთად მისი დედა ესწრებოდა.

თამაზ გორთამაშვილის დედის განცხადებით, მერაბ კობიაშვილი დამნაშავეა, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს.

„ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მაინც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება“- ნაფიცი მსაჯულების მიერ გამართლებული მერაბ კობიაშვილი

„მას იმდენი ხალხი იცავს და იმდენი ხალხი ჰყავს, რომ იმასთან ნულები ვართ. უფალს ვეხვეწები გასცეს პასუხი ჩემი შვილის გამო. ყველა მკვლელი სათანადოდ უნდა დაისაჯოს, რომ ხვალ და ზეგ მკვლელობა აღარ მოხდეს. უფალთან რომ წარსდგება და ეტყვის ჩემს მიერ შექმნილი კაცი რატომ მოკალიო, რა პასუხი უნდა გასცეს მაგ არაკაცმა? ასეთი მკვლელები შეიძლება ქვეყანაზე იყვნენ? რატომ წაიყვანა 19 წლის ბიჭი და სცემა, იმის გამო დაიწყო ყველაფერი, სად არიან, რატომ არ ამბობენ ამას?“ – აღნიშნა თამაზ გორთამაშვილის დედამ.

ცნობისთვის, გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო.

გორის რაიონულ სასამართლოში მსჯელობა გუშინ, 16 დეკემბერს დაიწყო. პირველ ჯერზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტის გამოტანა ვერ შეძლეს, განმეორებით კენჭისყრაზე კი მათ გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში მომხდარი შემთხვევის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს და ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, მოგვიანებით კი, ადვოკატის თქმით, ცემის მუხლიც.

გამოძიების თავდაპირველი ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები