LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ვერდიქტი ვერ გამოიტანეს

554
image-2021-12-17-105018

გუდაურში, 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

კობიაშვილის ადვოკატის მიერ ინტერპრესნიუსისთვის მიცემული კომენტარის მიხედვით, ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი პირველ 4 საათში ვერ მიიღეს ახლა კი 8 საათიანი დროის ათვლა დაიწყო. ამ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებას 8 ნაფიცი მსაჯულის ხმა სჭირდება.

გუშნდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც, რის შემდეგაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ვერდიქტის გამოსატანად გავიდა

2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი.

ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

მერაბ კობიაშვილი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების გარეშეა დატოვებული.