LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო იყიდება

46
Untitled

„კოლიერსი“ აგრძელებს საინვესტიციო პლატფორმა „ინვესტინის“ სტრატეგიულ განვითარებას და კიდევ ერთი შერჩეული ქონება – საერთაშორისო სასტუმრო Best Western გამოაქვს გასაყიდად. „ბესთ უესტერნი“ პლატფორმაზე განსათავსებლად მისი საინვესტიციო პოტენციალის, წარმატებულად ოპერირების, ფიზიკური მდგომარეობისა და ლოკაციის გამო შეირჩა და ფართო აუდიტორიისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

Best Western გუდაურში 2019 წლის ბოლოს გაიხსნა და კურორტის პირველი საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო იყო. 2,000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სასტუმროს მთავარი ღირებულება მისი სტრატეგიული მდებარეობა გახდა. საბაგიროსთან და სათხილამურო ტრასებთან სიახლოვის გამო, დამსვენებლებისთვის Best Western კომფორტისა და მოქნილობასთან ასოცირდება და დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებში, რომელთაც უყვართ სრიალი, კავკასიონის შთამბეჭდავი ხედები, თოვლი და კომფორტული დასვენება.

სასტუმრო 4 ვარსკვლავიანია და 63 ოთახს აერთიანებს. მასთან ინტეგრირებულია: რესტორანი, ბარი და საკონფერენციო ოთახი, ისევე როგორც სპა და განაჯანსაღებელი ფუნქციები. Best Western დამსვენებლებს დამატებით სერვისებსაც სთავაზობს, როგორებიცაა: კერძო, უფასო პარკინგით სარგებლობა და სათხილამურო ტრასებამდე ტრანსპორტირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები