LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გული არ გაიტეხო, გენო” – ირაკლი ღარიბაშვილი გენო პეტრიაშვილს

872
BeFunky-collage

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში გენო პეტრიაშვილს მიმართავს.

“გული არ გაიტეხო, გენო! მომავალი, კიდევ უფრო დიდი წარმატებები წინ გაქვს! ჩვენ ყველანი ვამაყობთ შენით, დიდი მადლობა კიდევ ერთი მედლისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანე!”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღეს, 6 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს კიდევ ერთი მედალი შემატა. +125 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფალავანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალურ შეხვედრაში აშშ-ის წარმომადგენელ გეიბლ სტევსონთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე 8 მედალია. 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები