LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუშინ ჩვენ ვიხილეთ ქართული “ქართული ოცნების“ მიერ ღიად ორგანიზებული თავდასხმა ევროკავშირის საელჩოზე: ელენე ხოშტარია

38
ელენე ხოშტარია elene khoshtaria

ევროკავშირის ოფისთან მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმიანება და აცხადებს, რომ გუშინ საზოგადოებამ იხილა „ქართული ოცნების“ მიერ ღიად ორგანიზებული თავდასხმა ევროკავშირის საელჩოზე.

მისივე თქმით, გუშინდელი ინციდენტი ხელისუფლების მოქმედების ხარისხობრივად ახალი ეტაპია, რომელიც მძიმედ აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან.

„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ქართული “ქართული ოცნების“ მიერ ღიად ორგანიზებული თავდასხმა ევროკავშირის საელჩოზე. ჩვენ, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და მოქალაქეები, სამწუხაროდ, შეჩვეულები ვართ „ოცნება“ განსხვავებული აზრის მქონე ან მათთვის მიუღებელ ადამიანებს და ეს შეიძლება იყოს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ძალადობის ენით ესაუბრება. თუმცა, გუშინ ვნახეთ ხელისუფლების მოქმედების ხარისხობრივად ახალი ეტაპი, რომელიც მძიმედ აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ორგანიზაციასთან, ევროკავშირთან. ორგანიზაციასთან, რომლის გარეშეც ქართული სახელმწიფოებრიობა და განვითარება უბრალოდ ვერ იარსებებდა და იარსებეს.

ეს კი ხდება იმ ღრმა კრიზისის ფონზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის მიწურულს შექმნა ევროკავშირთან, ძალიან მიზან მიმართული ნაბიჯებით: დაწყებული მიშელის შეთანხმების გაუქმებიდან, ძალიან მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმით და ამჯერად უკვე ევროპარლამენტარების და ამჯერად უკვე უშუალოდ ჰარცელის პირადი შეურაცხყოფით ოცნების მაღალჩინოსნების მხრიდან. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდნენ იქამდე, რომ ორგანიზება გაუწიეს ევროკავშირის საელჩოზე თავდასხმასა და შენობის ბლოკირებას.

რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც ნიკა მელიამ კობახიძეს მოსთხოვა პასუხი დმანისში პრაქტიკულად სიკვდილისთვის განწირული საკუთარი წევრის შეურაცხყოფაზე, რადგან კობახიძე საუბრობდა, რომ  დმანისში დაჭრილმა ადამიანებმა პროვოკაცია თავად მოაწყვეს, შეშინებული კობახიძის გაქცევის შემდე ბუკვალურად ნახევარ საათში დააორგანიზეს ზონდერების მოყვანა საელჩოსთან.

აქ იყვნენ „გლდანის ვოლკები“, ვციტირებ იმ კონკრეტული დაჯგუფების სახელს, როგორც თავად „ქართული ოცნება“ ეძახის მათ. ამის გამეორებაც კი ძალიან შეურაცხმყოფელია, რადგან მიუღებელია საკუთარ მოქალაქეს ასე ვუწოდებდეთ და ვიყენებდეთ მას დაპირისპირებისთვის. იქ ასევე იყვნენ საბურთალოს და ნაძალადევის დაჯგუფებებიც. სწრაფად დაგეგმილი თავდასხმისა და ბლოკირების შემდეგ, საათების განმავლობაში შეუძლებელი იყო ევროკავშირის ელჩის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მიუხედავად ელჩის მხრიდან ოცნებასთან კომუნიკაციისა.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იმ საფრთხეების აცილება, რომელსაც „ოცნება“ გვიქმნის, ჩვენ ხელშია. ისინი დამარცხებულები არიან ამ არჩევნებზე, რადგან ქართული საზოგადოების არჩევანი არის ევროკავშირი.

ამიტომ 2 ოქტომბრის რეფერენდუმი არ არის მხოლოდ „ოცნების“ წასვლის გაფორმება, რაც ისედაც ვიცით, ეს არის ჩვენი ევროპული არჩევანის გაფორმება, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი კეთილდღეობა, უსაფრთხოება, სახელმწიფოებრიობა, ჩვენი მოქალაქეების მშვიდობა. აი, ამ არჩევანის რეფერენდუმი არის 2 ოქტომბერი, რომელზეც დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება თავის სიტყვას იტყვის და „ოცნებას“, უმცირესობაში მყოფ მოძალადე ჯგუფს  არ მისცემს საშუალებას, ჩვენი მომავლის უმნიშვნელოვანესი პერსპექტივა წაგვართვას“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები