LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინ თავისუფლების თემატიკაზე აგებული ქართული დეკორაციის ანტიევროპულად გასაღება სცადეს.. ფაშიზმი დემოკრატიის სახელით“ – მდინარაძე

161
fot (1)

„ფაშიზმი დემოკრატიის სახელით, საქართველოს დაზიანება ევროპელობის სახელით, ღალატი პატრიოტიზმის სახელით – არ გამოვა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მიდგომების, ტრენდების თუ ცრუ ნარატივების დამკვიდრება!“,– ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საზოგადოების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკას იმ ფაქტის შესახებ, რომ 26 მაისის ღონისძიებისთვის პარლამენტის შენობაზე ევროკავშირის დროშები, განსხვავებით წინა წლისგან, გამოფენილი არ არის.

როგორც მდინარაძე წერს, ეს არის ევროპელობის სახელით საქართველოს დაზიანება და ღალატი პატრიოტიზმის სახელით და „არ გამოვა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მიდგომების, ტრენდების თუ ცრუ ნარატივების დამკვიდრება“.

„წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს, დასაფასებელია – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“ – მორგოშია 

„გუშინ თავისუფლების თემატიკაზე აგებული ქართული დეკორაციის ანტიევროპულად გასაღება სცადეს. დღეს კი ხალხმა, რომლებსაც საქართველო, მისი დამოუკიდებლობა და შესაბამისი სიმბოლიკა აღიზიანებთ, რეგიონებშიც ჩაშალეს დავალება, დამოუკიდებლობის დღე ევროკავშირის დროშაზე მძაფრი სპეკულაციებით გადაფარონ. ანუ ევროკავშირის სიმბოლიკა ჩართონ საქართველოს წინააღმდეგ მორიგ მავნებლურ და მდაბიო კამპანიაში.

ვიდეო: „წელს რომ არ არის ევროკავშირის დროშა, ამაზე რა პოზიცია გაქვთ?“ – პრეზიდენტი კითხვას უპასუხოდ ტოვებს

ფაშიზმი დემოკრატიის სახელით, საქართველოს დაზიანება ევროპელობის სახელით, ღალატი პატრიოტიზმის სახელით – არ გამოვა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მიდგომების, ტრენდების თუ ცრუ ნარატივების დამკვიდრება!

საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ქართული კულტურისა და ტრადიციების, ეროვნული იდენტობის შენარჩუნების და დამოუკიდებლობის კიდევ უფრო განმტკიცებით და არა მის გარეშე!“, – წერს მამუკა მდინარაძე.

მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ წელს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ოფიციალურ ღონისძიებებზე ევროკავშირის დროშა არ იქნება გამოფენილი, ხვალ, თბილისში ევროკავშირის დროშებით საპროტესტო მსვლელობები დაიგეგმა.

„საქართველო ირჩევს ევროპას“ – 26 მაისს თბილისში ევროკავშირის დროშებით მსვლელობა დაანონსდა

შეგახსენებთ, მთავრობა მიზეზად ღონისძიების თემატიკას ასახელებს.

მთავრობა განმარტავს, რატომ აღარ არის EU-ის დროშა საზეიმო გაფორმებაში

magti 5g