LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისათვის, საჭიროების შემთხვევაში, პატიმრის უსაფრთხო გადაყვანისთვის ვერტმფრენსაც გამოვიყენებთ: რატი ბრეგაძე

71
რატი ბრეგაძე

სუს-ის მიერ სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე დაწყებული გამოძიების კომენტირებისას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „მათ აქვთ სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისთვის და საჭიროების შემთხვევაში პატიმრის უსაფრთხო გადაყვანისთვის ვერტმფრენსაც გამოიყენებენ“. აღნიშნული განცხადება მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა. ​

სუს-ი სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს

კობახიძე: სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს

„სუს-ის მიერ წარმოდგენილი მასალების თანახმად, საუბარია შესაძლო მძიმე დანაშაულზე და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისთვის 24 საათის განმავლობაში. მათ შორის, თუ საჭირო გახდება ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ოპონენტები ბოლო დღეებში მიმართავენ ამორალურ მანიპულაციას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

„დღეს ის განცხადებებიც ვიხილეთ, თითქოს ამომრჩევლის ნებაზეა დამოკიდებული პატიმრის სიცოცხლე და თუკი ვინმე „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ მისცემს ხმას, ის პატიმრის მკვლელობის თანამონაწილეა. ესაა ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული ტყუილი, ამორალური საქციელი და ამომრჩეველზე პირდაპირ ძალადობა. ეს ძალადობა ძალიან მალე დასრულდება. ეს დასრულდება ხვალ და ბუნებრივია ამ ქვეყანაში არასოდეს მიეცემა გასაქანი მსგავსი ტიპის ქმედებებს და ზოგადად, მოსახლეობის შეურაცხყოფას. მსგავსი მანიპულაციები მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფაა“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

ვიდეო: ჩვენ მაინც მაიდანი მოგვიწევს ბოლო, იმიტომ, რომ ესენი არჩევნებით არსად არ წავლენ – სუს-ი აუდიოჩანაწერებს აქვეყნებს, სადაც ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზეა საუბარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g