LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარცელი: მაშინებს, რომ ვინც EU-ს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, ეჭვის დათესვას ცდილობენ

164
ჯკლოი

ჩვენ ვსწავლობთ სიტუაციას მედიის თვალსაზრისით და გვიჩნდება განცდა, რომ საქართველოში მედიაგარემო ბოლო დროს დამატებითი სტრესის ქვეშ არის მოქცეული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენ მხედველობაში მივიღეთ სახალხო დამცველის მიერ გამოთქმული საკმაოდ კრიტიკული აზრი [ნიკა გვარამიას] საქმის განაჩენის შესახებ. გარკვეულწილად, ეს ევროკომისიის მიერ დადგენილ პრიორიტეტებშიც არის მოცემული”, – დასძენს კარლ ჰარცელი “ამერიკის ხმის” თარგმანის თანახმად.

რაც შეეხება ევროკომისიის რეკომენდაციებს, ამავე ინტერვიუში კარლ ჰარცელი ამბობს, რომ “საქართველოს შესთავაზეს იმ კარში შესვლა, რომელიც ახლა ევროკავშირისკენ სვლისთვის ღიაა”.

რაც მე მაშინებს ის არის, რომ ისინი, ვინც ზოგჯერ აკრიტიკებენ ან ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, აშკარად ცდილობენ ამით საქართველოს წინსვლისადმი ევროკავშირის გულწრფელობის მიმართ ეჭვის დათესვას. ჩემი აზრით, კრიტიკის ეს კატეგორია ცინიკურია და, რაც მთავარია, საზიანოა როგორც საქართველოსვის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის. ფაქტი ისაა, რომ საქართველოს შესთავაზეს იმ კარში შესვლა, რომელიც ახლა ევროკავშირისკენ სვლისთვის ღიაა. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა და მან უნდა უზრუნველყოს, რომ გასცდეს ამ კარის ზღურბლს. ეს არის ქვეყანა, რომელმაც წარსულში მიაღწია და გააფორმა ხელშეკრულებები ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ზონის, უვიზო რეჟიმის შესახებ. ჩვენ იმ დღეებში დიდი ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ესაა ქვეყანა, რომელსაც რეალურად შესწევს უნარი, გააკეთოს საქმე”, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g