საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, გამოძიება შეწყდა.
კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით 2018 წელს საარჩევნო პერიოდში მოათავსეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ის ვისაც ვანდობთ ჩვენი შვილების აღზრდას, არჩევნების დროს არ უნდა გარდაიცვალოს.
"საარჩევნო პროცესის დროს არავინ არ უნდა კვდებოდეს" - პრეზიდენტი ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება
შეგახსენებთ, კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.
„გამოძიება დაიწყო ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის – ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე. შენგელია განცხადებაში მიუთითებდა, რომ სკოლის ინსპექტირებისას ია კერზაიას მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას, დამამცირებელ მოპყრობას და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.
გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ყველა პირი, რომელთაც პირდაპირი თუ ირიბი შემხებლობა ჰქონდა ინსპექტირების ჩატარებასთან, მათ შორის ისინიც, ვისი გამოკითხვის საჭიროებაზეც მიუთითებდა თავად განმცხადებელი.
"ჩემს დაზარალებულად ცნობას წინ არაფერი არ უდგას,კანონში წერია, რომ ეს შესაძლებელია იმ დანაშაულის საქმეზე, რასაც მოჰყვა გარდაცვალება"
"არ უნდათ, რომ საქმის მასალებთან წვდომა მქონდეს" – ია კერზაიას შვილი გენერალურ პროკურორს სარჩელით მიმართავს
გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ამავე სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ინსპექტირების სამსახურის უფროსი და მისი თანამშრომლები, რომელთაც უშუალოდ ჩაატარეს სკოლის შემოწმება, სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი და მისი თანამშრომლები, რომელთაც უშუალოდ მიიღეს და დაარეგისტრირეს ის საჩივარი, რომლის საფუძველზე დაიწყო სკოლის ინსპექტირება.
ასევე გამოიკითხა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. ზემოაღნიშნულის გარდა, განმცხადებლის დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილე და ამავე სამსახურის სხვა მაღალჩინოსნები, ასევე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი. საგამოძიებო უწყებამ ქ. ზუგდიდში მიავლინა საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც ადგილზე ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, გამოიკითხნენ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და მომსახურე პერსონალი – ყველა ის პირი, რომელიც უშუალოდ ფლობდა ინფორმაციას სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებაზე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვიდა, მან ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
აფგან მუხთარლი, ია კერზაია, ანტიჰომოფობიური აქცია - PACE-ში დასმული კითხვები და პრემიერის პასუხები
გარდა ამისა, გამოიკითხა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და მისი თანამშრომელი. გამოიკითხნენ ასევე თავად განმცხადებელი ბაჩანა შენგელია და მისი ნათესავები. საგამოძიებო უწყებამ სრულყოფილად გამოითხოვა და შეისწავლა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მათ შორის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან, ქ. ქუთაისის და ქ. ზუგდიდის სამედიცინო დაწესებულებებიდან (ია კერზაიას მკურნალობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია).
აღსანიშნავია, რომ ბაჩანა შენგელიას მიმართვის საფუძველზე მას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მიეცათ შესაძლებლობა სრულად გაცნობოდნენ საქმის მასალებს, ამასთან, გამოძიების მსვლელობისას მათ მიეწოდებოდათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.
“ამ წერილს ეტყობა, რომ ეს არის ზუგდიდელის დაწერილი… ჩემთან მოსულა ადამიანი, რომელიც დაახლოებით ასეთ რაღაცას [ამბობდა], აი, მეფე დავითი, საქართველო და სხვა… სამინისტრო თუ შეთხზავდა წერილს, შეთხზავდა უფრო აკადემიურად” – ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. “მე ამდენ ხანს არ მქონდა ეს განცხადება [ია კერძაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული ანონიმური […]
ეტყობა, რომ ზუგდიდელის დაწერილია, სამინისტრო უფრო აკადემიურად შეთხზავდა - მაღრაძე ია კერზაიას საქმის ანონიმურ წერილზე
გენერალურმა პროკურატურამ გადაამოწმა ყველა ის გარემოება, რომელიც შეეხებოდა საჩივარ/განცხადების მიღების, რეგისტრაციის, ჩატარებული ინსპექტირებისა და მისი შედეგების კანონიერებას და რომლის შესწავლის აუცილებლობაზეც მიუთითებდა თავად განმცხადებელი. შედეგად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა, რომ ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას. გამოძიების ფარგლებში მრავალი მოწმისგან მიღებული ჩვენებით და სხვა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით არ დადასტურდა ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური დევნა, მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა და ის ფაქტი, თითქოს სკოლის ინსპექტირება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.