LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იენს სტოლტენბერგი: თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, მას NATO-ში თბილად მიესალმებიან – რატომ ეწინააღმდეგება პროცესს და რა ახალ საფრთხეზე ალაპარაკდა რუსეთი

105
იენს სტოლტენბერგი

„ფინეთი არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, მწიფე დემოკრატია, მას NATO-ში თბილად მიესალმებიან“, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა,  ეს არის ფინეთის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელსაც ნატო სრულად პატივს სცემს. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, მას NATO-ში თბილად მიესალმებიან და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი.

„ფინეთი არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, მწიფე დემოკრატია, ევროკავშირის წევრი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ფინეთის NATO-ში გაწევრიანება აჩვენებს, რომ ნატოს კარი ღიაა და რომ ფინეთი თავად წყვეტს თავის მომავალს“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

NATO-ს სამხედრო ალიანსში ფინეთის გაწევრიანებას საფრთხედ მიიჩნევს რუსეთი. როგორც კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, ეს ნაბიჯი, უსაფრთხოების გაზრდას ხელს არ შეუწყობს.

„როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, NATO-ს გაფართოება არ ხდის მსოფლიოს უფრო სტაბილურს და უსაფრთხოს“, – აღნიშნა პესკოვმა და დასძინა, რომ რუსეთის რეაქცია დამოკიდებული იქნება NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოჰყვება ამ გაფართოების პროცესს, რამდენად შორს და რამდენად ახლოს იქნება ჩვენს საზღვრებთან სამხედრო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი გააანალიზებს ფინეთის NATO-ში შესვლასთან დაკავშირებულ ვითარებას და შეიმუშავებს აუცილებელ ზომებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ცნობისთვის, დღეს ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გამოაცხადეს. „ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განაცხადი NATO-ში გაწევრიანებაზე.“– ნათქვამია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g