LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

II კვარტალში საქართველოდან ძირითადად თურქეთსა და რუსეთში იმოგზაურეს – გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

69
0_PA-67518664

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ, საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 515.2 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.6-ჯერ მეტია.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 406.1 ათასი შეადგინა, რაც 3.9-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ საქართველოდან ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (234.7 ათასი) და რუსეთის (45.2 ათასი) ფედერაციაში განხორციელდა.

ქვეყნიდან საზღვარგარეთ გასული პირების პროცენტული რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

თურქეთი – 55.7%
რუსეთის ფედერაცია – 10.7%
ევროკავშირის ქვეყნები – 12.5%
სომხეთი – 6.8%
აზერბაიჯანი – 1.0%
სხვა – 13.4%

რაც შეეხება ვიზიტების მიზნობრიობას, 2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (42.5 პროცენტი) საყიდლების მიზნით განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები