LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მაქვს, დღეს შევჯერდებით, რა დოზით, რა სახით და რა ფორმით შეიძლება გამოვიყენოთ ელექტრონული ტექნოლოგიები თვითმმართველობის არჩევნებში: შალვა პაპუაშვილი

66
შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ ერთ ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ დღეს მოხდება შეჯერება ისეთ საკითხზე, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენებას ეხება.

პაპუაშვილის განმარტებით, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით გამართულ რამდენიმე შეხვედრაზე განიხილეს.

„იმედი მაქვს დღეს შევჯერდებით, თუ რა დოზით, რა სახით, რა ფორმით შეიძლება გამოვიყენოთ ელექტრონული ტექნოლოგიები ამ არჩევნებში.

საარჩევნო დღესთან დაკავშირებით ვსაუბრობთ რამდენიმე პროცედურაზე, ეს არის ხმის დათვლის, ხმის მიცმის, ამომრჩევლის იდენტიფიცირების პროცედურები. არსებობს სხვადასხვა გადაწყვეტები, მაგალითად, ხმის დათვლის დროს გამოვიყენოთ ხმის მთვლელი მანქანები, თუ დავაყენოთ კამერები დათვლის მაგიდასთან, რომელიც დააფიქსირებს ბიულეტენებს და მათ შორის, მათზე დაფიქსირებულ ამომრჩევლის ნებას. სხვადასხვა იდეები გვაქვს და ამას შევაჯერებთ.

არის რამდენიმე ვარიანტი, რომელზეც ვმსჯელობთ და ახლოს ვართ იმასთან, რომ ჩამოვყალიბდეთ, რომელი იქნება მისაღები ამ არჩევნებზე. ვფიქრობ, დღეს ძირითადად შევთანხმდებით ამ საკითხებზე”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები და ექსპერტები არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით მსჯელობენ.

magti 5g