LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მქონდა, რომ დღეს ვიხილავდით ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვიფიქრე დაგვებედებოდა კიდეც კონსტრუქციულ რეჟიმში საუბარი: რატი ბრეგაძე

80
რატი ბრეგაძე

დიდი იმედი მქონდა, რომ თუნდაც დღევანდელ დღეს ვიხილავდით ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს და ვიფიქრე, რომ ალბათ, დაგვებედებოდა კიდეც კონსტრუქციულ რეჟიმში საუბარი, – ამის
შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

მისი თქმით, სამწუხაროდ ოპოზიციას ცივილური ფორმით საუბრის სურვილი არ აქვს.

„ჩვენ, სამწუხაროდ, ვაკვირდებით, რომ დარბაზის გარკვეული ნაწილი ცარიელია. არადა, ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ თუნდაც დღევანდელ დღეს ვიხილავდით ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს და ვიფიქრე, რომ ალბათ, დაგვებედებოდა კიდეც კონსტრუქციულ რეჟიმში საუბარი, მაგრამ რა ვქნათ, სამწუხაროდ, მათი სურვილი არ არის, რომ ჩვენ ერთმანეთთან გვქონდეს ცივილური ფორმებით, კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბრის შესაძლებლობა. ეს, ბუნებრივია, მათი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ბრეგაძემ.

“მინისტრის საათის” ფორმატში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გამოსვლას ოპოზიციის ნაწილი ესწრება. როგორც ცნობილია, “ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტის რეჟიმშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g