დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ სასწავლო წელი, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში რეალურ სივრცეში გადაინაცვლებს.

პაატა იმნაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოქტომბერში ეპიდვითარება გაუმჯობესდება და ავადობა იკლებს:

“მიმდინარე სასწავლო წელი, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში რეალურ სივრცეში გადაინაცვლებს.

გეთანხმებით, რისკი, რომ ვირუსი სკოლის გარეშეც გადასდონ ერთმანეთს, არსებობს, თუმცა რისკები განსხვავებულია როცა ბავშვი ეზოში, ღია სივრცეში თამაშობს და როცა ბევრ თანაკლასელს ერთ ოთახში ხვდება.

იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში ავადობა იკლებს იმ დროისთვის, რაც გათვლილი გვქონდა და ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც მაჩვენებლები მინიმუმადე ჩამოვა, განათლების სასკოლო სივრცეში აღდგენა შესაძლებელი გახდება”, – განაცხადა იმნაძემ. Ad desktop banner Ad mobile banner

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები