LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმნაძე: თბილისში 14-მდე ადამიანია, რომელთა ინფიცირებაც მესტიაში ყოფნას უკავშირდება

247
BeFunky-collage (8)

“ბოლო დღეებში თბილისში 1 000-მდე ადამიანმა მიაკითხა ცხელების ცენტრებს, ვინც ნამყოფი იყო მესტიაში ბოლო 2 კვირის მანძილზე, აქედან 9 გუშინ გამოვლინდა, მანამდე იყო კიდევ შემთხვევა” – ამის შესახებ სააკორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექოტორის მოადგილემ განაცხადა. შესაბამისად, პაატა იმნაძის ინფორმაციით, თბილისში ჯამში სულ 14-მდე ადამიანია, რომელთა კორონავირუსით ინფიცირებაც მესტიაში ყოფნას უკავშირდება.

15 ახალი შემთხვევიდან 9 სვანეთში მოგზაურობას უკავშირდება, ხოლო 1-ის წყარო უცნობია

ამასთან, იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში გამოვლინდა კიდევ ერთი შემთხვევა, კერძოდ ქობულეთში, სადაც ვირუსი თბილისიდან ჩასულ ქალბატონს დაუდგინდა.

„ჩვენთვის ძალიან არასასიამოვნო შემთხვევაა, ქობულეთში გამოვლინდა დაინფიცირების შემთხვევა. ქალბატონი ჩასულია თბილისიდან ქობულეთში. არის ასეთი კაფე-ბუნგალო „ჰავანა“. ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, რა თქმა უნდა, ყველა, ვინც ამ თანამშრომელთან კონტაქტში იყო, უკვე მოკვლეულია და გადაყვანილია იზოლაციაში. მაგრამ მინდა გავაფრთხილო ის ვიზიტორები, რომლებიც ამ კაფეში 9–10–11 აგვისტოს იმყოფებოდნენ, თუ მათ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდათ, მიმართონ ცხელების ცენტრებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში ქვეყანაში დაინფიცირების 1321 შემთხვევა.

მოქალაქემ, კარანტინის გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოს სარჩელით მიმართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები