LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია, მათგან სამს გამოხატული სიმპტომები აქვს – ჯანდაცვის მინისტრი

370
1122

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და სამთო კურორტების ადრე დახურვის მიზეზი განმარტა.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები იხურება

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიზეზი ჩეხი მოქალაქეა, რომელსაც გუდაურში ყოფნისას კორონავირუსის ნიშნები ჰქონდა, ჩეხეთში დაბრუნების შემდეგ კი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტიკარაძე მადლობას უხდის ჩეხეთის მოქალაქეს მოგზაურობის ისტორიის სრული აღწერისთვის.

18 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა დროებით ეკრძალებათ

„იქიდან გამომდინარე, რომ კარგად დავინახეთ, პრევენციულ ღონისძიებებს ძალიან კარგი ეფექტი აქვს, მივიღეთ გადაწყვეტილება ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველა ის გართულება, რომელიც მოსალოდნელია და დღემდე დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში.

თუ რატომ სამთო კურორტები, ამის მიზეზი ალბათ თქვენთვის უკვე ცნობილია. ჩეხი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, 8 მარტს როგორც თვითონ სატელეფონო საუბრისას ყვება, გამოუვლინდა სიმპტომები, ის გაემგზავრა ჩეხეთში და მისი დიაგნოსტირება ჩეხეთში მოხდა. მას კონტაქტი ჰქონდა ჩვენს საელჩოსთან და იმ სასტუმროებთან,სადაც იმყოფებოდა და დაადასტურა, რომ აქვს კორონავირუსი. ეს გახდა ბიძგი, რომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და სამთო კურორტებზე ვაწესებთ შეზღუდვებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს, რომ არ დამალა და სრულიად აღწერა მარშრუტი, სადაც სიმპტომების გამოვლენის შემდეგ იმყოფებოდა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი გუდაურის "მთვრალი ალუბლის" განცხადებას პასუხობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ანა კასრაძე გუდაურში მდებარე რესტორნის "მთვრალი ალუბლის" ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას აზუსტებს და აღნიშნავს

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია, მათგან 3-ს კი გამოხატული სიმპტომები აქვს.

“ამ ეტაპისთვის იზოლირებულია 30 პიროვნება და მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების შესწავლა, რათა მოხდეს სიმპტომების გამოვლენამდე ყველა ამ ადამიანის იზოლაციაში მოთავსება. მინდა, გავაფრთხილო და დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები – თუ ისინი ამ პერიოდში იმყოფებდნენ გუდაურში, ეს ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ მათ აუცილებლად შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, ვინაიდან კორონავირუსი გადაეცემა ადამიანს, როდესაც მას აქვს 15 წუთზე მეტი ინტენსიური კონტაქტი და მათი დაშორება პიროვნებასთან არის 1 მეტრზე უფრო ნაკლები. თუ ეს შეზღუდვა დაცულია და ამ დროის მანძილზე არ მომხდარა ხანგრძლივობით კონტაქტი, მაშინ ეს ადამიანები რისკჯგუფში უკვე აღარ არიან. 30 პიროვნება არის იდენტიფიცირებული და კვლევა გრძელდება. ეს რიცხვი ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული. ამ 30-დან 3 ადამიანს აქვს გამოხატული სიმპტომატიკა”, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, გუდაურში მდებარე რესტორან “მთვრალი ალუბალის” მენეჯმენტმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავენ, რომ მათი ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.

“ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში, რესტორანი დაკეტილია”- გუდაურის ერთ–ერთი რესტორნის მფლობელი განცხადებას ავრცელებს

რესტორან “მთვრალი ალუბალის” ხელმძღვანელის მირანდა ესაკიას განცხადებიტ,  31 თანამშრომლიდან ორს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და  სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟმა გადაიყვანა.

პოპულალურები