LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფლაციის ახალი ანტირეკორდი: საქართველოში საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდის ტემპმა ივნისში, საშუალოდ, 9.9% შეადგინა

85
ინფლაცია

საქართველოში 2021 წლის ივნისში ინფლაციის ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა და საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდის ტემპმა, საშუალოდ, 9.9% შეადგინა.

მიმდინარე წლის პერიოდში ზოგიერთ სასაქონლე ჯგუფზე გაცილებით სწრაფად გაიზარდა ფასები, მათ შორის არის ჯანდაცვა და ტრანსპორტი:

?  ტრანსპორტი – ზრდა 22%;

?  ჯანდაცვა – ზრდა 11.6%;

?  ავეჯი და საოჯახო ნივთები – ზრდა 10.6%;

?  საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი- ზრდა 10.5%.

8.8 %-ით გაიზარდა ფასები სურსათის ჯგუფშიც, ზოგ პროდუქტზე კი ფასების მატება გაცილებით მაღალ მაჩვენებელში გამოისახება, მაგალითად:

►  ზეთი 47.1%-ით გაძვირდა;

►   ბოსტნეული 16.6%-ით;

►  რძე, ყველი და კვერცხი 10.6%-ით.

მონაცემების მიხედვით, მეზობელ ქვეყნებს შორის, თურქეთის შემდეგ ფასები ყველაზე სწრაფად საქართველოში იზრდება.

სხვა მეზობელ ქვეყნებში კი მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

2021 წლის ივნისში თურქეთში ინფლაციის წლიურმა დონემ 17.53% შეადგინა. ფასები ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა:

?  ტრანსპორტი – ზრდა 26.29%;

?  საცხოვრებელი, წყალი ელ ენერგია – ზრდა 25.69%;

?  სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი – ზრდა 19.99%;

?  ჯანდაცვა – ზრდა 19.30%.

ფასების დონის ზრდა 6.5% იყო სომხეთში. ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა:

?  ტრანსპორტი – ზრდა 12.3%

?  საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია – ზრდა 9.6%

?  სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი – ზრდა 8.8%

?  ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – ზრდა 8.8%

აზერბაიჯანში ფასების საერთო დონე ყველაზე დაბალი ტემპით გაიზარდა და წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 4.7% შეადგინა.

რაც შეეხება რუსეთს, ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 6.5%-ით განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები