“ტვ პირველის” გადაცემის “რეაქცია” წამყვანმა, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ საკუთარ მონოლოგში ქობულეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე ისაუბრა და დაანონსა, რომ საზოგადოება დაღუპული გოგონას ბაბუის შოკისმომგვრელ განცხადებას მოისმენს.
“შოკს მიიღებთ, როცა მოისმენთ, რა უთხრა ბაბუამ, რომელთანაც პატარა გოგო იზრდებოდა “ტვ პირველის” ჟურნალისტს, რომელიც ადგილზე ჩავიდა ნინის ტრაგედიაზე რეპორტაჟის მოსამზადებლად. ეს ფრაზა, ნოდარ მელაძის ანონსში, რომ მოვისმინე თავი ამტკივდა, მართლა გეუბნებით, ცუდად გავხდი.
„მოიკლა თავი და მისი დანაშაული გამოისყიდა…” – ბაბუა 14 წლის დაღუპულ გოგოზე
ბაბუა ამბობს, ბავშვმა მოიკლა თავი. მისი დანაშაული გამოისყიდა, გაუპატიურებული რომ იყო, მორჩა და დამთავრდაო. წარმოგიდგენიათ, ბაბუა ამბობს ამას. ხვდებით რამდენად ბნელა ჩვენს ქვეყანაში და რამდენად მძიმეა ახალგაზრდა გოგონების და ქალების ხვედრი, განსაკუთრებით რეგიონებში”.- ამბობს ინგა გრიგოლია.