LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნება თუ არა კიდევ ერთი „ლოქდაუნი“ – ეკონომიკის მინისტრი განმარტებას აკეთებს

314
208642352-4164497160306578-1241933408607792005-n

ნათია თურნავა განმარტავს, რატომ არ იგეგმება საქართველოში „ლოქდაუნი“ და აცხადებს, რომ ეკონომიკის ჩაკეტვა დაკარგულ შემოსავლებს ნიშნავს.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მასობრივი ვაქცინაციის შესაძლებლობა არსებობს, „ლოქდაუნი“ არ იქნება. მისივე განმარტებით, არც რომელიმე კონკრეტული სექტორის ჩაკეტვა იგეგმება.

„ჩაკეტვას არ ვგეგმავთ იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იმუშავონ, ოჯახებს ჰქონდეთ შემოსავალი, ეკონომიკა განვითარდეს. წინა პერიოდთან შედარებით, განსხვავება ისაა, რომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინაა. სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ვაქცინაცია დროულად ჩაიტაროს, სწორედ ამ გზით გადავლახოთ არსებული სიტუაცია და ასე ვებრძოლოთ კოვიდს და არა ჩაკეტვით. ჩაკეტვა არის მიუღებელი ფორმა.

რაც შეეხება გამკაცრებას, ჩვენ კვლავ რეკომენდაციებს ვიძლევით, რომ პირბადე ატარონ, დაიცვან რეკომენდაციები. დაწესებულებებში ამ წესებს იცავენ, სადაც არ იცავენ – კონტროლდება. ამის გარდა რაიმე სექტორული, წერტილოვანი შეზღუდვების და რომელიმე დარგის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მასობრივი ვაქცინაციით გადავლახოთ ეს ტენდენცია. „ლოქდაუნს“ არ ვაპირებთ. „ლოქდაუნის“ შემთხვევაში ნებისმიერი ჩაკეტილი სფერო არის დაკარგული სამუშაო ადგილები, დაკარგული შემოსავლები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები