LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრები აპარატების მიწოდების საპასუხოდ უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმა

59
BeFunky-collage (8)

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმა და უკრაინაში ირანის დიპლომატიური უწყების პერსონალის რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, აღნიშნული ნაბიჯი ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრები აპარატების მიწოდების საპასუხოდ გადადგეს. უკრაინაში ირანის საქმეების დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

კიევში აცხადებენ, რომ თეირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდება ეწინააღმდეგება ირანის ხელისუფლების მიერ ღიად დაფიქსირებულ ნეიტრალიტეტსა და უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

„ირანულ მხარეს განუცხადეს, რომ რუსეთისადმი ირანული იარაღის მიწოდება და შემდგომ მისი რუსული ჯარების მიერ გამოყენება პირდაპირ ეწინააღმდეგება ირანის ხელმძღვანელობის მიერ საჯაროდ გამოცხადებულ ნეიტრალიტეტს, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად რუსეთისადმი იარაღის მიწოდება არამეგობრული ქმედებაა, რომელიც სერიოზულ დარტყმას აყენებს უკრაინა-ირანის ურთიერთობებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g