LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის უბრალოდ ასეთ ნატოს ვერ აიტანდა“ – ვინ დააწყებინა ცხოვრება თავიდან ნატო გელაშვილს ოჯახის დანგრევის შემდეგ?

2620
nannnnnaaa

ვინ დააწყებინა ცხოვრება თავიდან ნატო გელაშვილს ოჯახის დანგრევის შემდეგ? – ამ კითხვას მომღერალმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა კითხვები“ უპასუხა. მისი თქმით, ოთხთვიანი დეპრესიიდან გამოსვლა საკუთარმა ძმამ აიძულა.

„გადაწყვეტილება მარტივად მიიღო ჩემმა ძმამ, ჩემს გადაწყვეტილებას მისმა აზრმა დაასწრო. მთელი ის პერიოდი, 4 თვე დეპრესია მქონდა, მამუკა არ მომშორებია. ერთი დღე ისე კარგად მახსოვს, მითხრა ყველაფერს დავჭრი, ტანსაცმელს გადაგიყრი, მოწესრიგდი და დაიწყე ცხოვრებაო. ასე გამიშვა და მართლაც დავიწყე სიარული. ისევე, როგორც მე მიყვარდა სულის ამოსვლამდე, იგივე სჭირდა მას, ის უბრალოდ ასეთ ნატოს ვერ აიტანდა, მან ყველაფერი გააკეთა, რომ დაებრუნებინა თავისი და“, – ამბობს ნატო გელაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები