LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Israir Airlines აჭარაში ისრაელიდან ტურისტებს ჩამოიყვანს

87
ipiccy-image

ისრაელური ავიაკომპანია Israir Airlines მარტის ბოლომდე საქართველოს მიმართულებით ორ ჩარტერულ რეისს განახორციელებს.

„ავიანიუსის“ ინფორმაციით, ავიაკომპანია თელ-ავივიდან ბათუმის მიმართულებით 24 და 25 მარტს შეასრულებს ფრენებს და აჭარაში ისრაელიდან ტურისტებს ჩამოიყვანს. აღნიშნული რეისები იქნება მხოლოდ შემომყვანი და Israir Airlines ბათუმიდან მგზავრების ტრანსპორტირებას არ მოახდენს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ამ დროისათვის რეისები მინიმალური რაოდენობით სრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები