LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიამ საქართველოს საზღვარი გაუხსნა

176
FORTUNA.GE (19)

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის პერიოდში ევროპის ქვეყნებში დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება. გერმანიის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნა იტალიამ. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე წერს.

განმარტებულია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ევროკავშირის არაწევრ 14 სახელმწიფოს შეუმსუბუქდება, მათ შორისაა: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

ოფიციალურ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე იტალიამ “ფრთხილი გზა” აირჩია.

ქვეყანა ძალაში ტოვებს თვითიზოლაციისა და შენგენის ზონიდან ჩასული ადამიანების ჯანმრთელობაზე დაკვირვების ზომებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g