ივანიშვილი საქართველოსთვის არის საქმის მკეთებელი კაცი, არაერთი დარგი გადაარჩინა, – აღნიშნულის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილი ეხმარებოდა ქართულ საქმეს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ხელისუფლებაში.
“რა გავლენებზე შეიძლება იყოს საუბარი, გარდა იმისა, რაც არის ბიძინა ივანიშვილის საქართველოსთვის. ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის არის საქმის მკეთებელი კაცი, რომელმაც გააარჩინა არაერთი დარგი, გადაარჩინა არაერთი სფერო, სული ჩაბერა არაერთ რეფორმას, მათ შორის, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო სათავეში, მათ შორის, როდესაც შევარდნაძე იყო ხელისუფლებაში, ნებისმიერი ხელისუფლების დროს ეს ადამიანი ეხმარებოდა ქართულ საქმეს, განურჩევლად იმისა, თუ ვინ იყო ხელისუფლებაში”, – აცხადებს თეა წულუკიანი.
ამავე თემაზე: