LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილმა გახარია აკურთხა, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი: ვახტანგ ძაბირაძე

114
befunky-collage-2021-04-06-16-11-28-988121

ივანიშვილი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ წავიდა პოლიტიკიდან და როგორც ჩანს, არ წასულა, იძულებული გახდა გამოსულიყო და რეალურად, დაპირისპირებულიყო გახარიას. ახლა ცდილობს, გახარიას წასვლით „ქართულმა ოცნებამ“ ელექტორატი არ დაკარგოს, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე  ივანიშვილის მიერ დღეს, 7 ივნისს გავრცელებულ წერილს.

ვრცელდება ხმები, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია: ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

როგორც ვახტანგ ძაბირაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” აღნიშნა, გახარიას სახით ახალი კონკურენტის გამოჩენის გამო, ივანიშვილიც იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ მის მიერ არჩეული პარტია ძალაუფლებას ინარჩუნებს.

“რეალობა მარტივია, გახარიას ძირითადი ელექტორატი შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ მერყევი ამომრჩეველი, მითუმეტეს, იმ ფონზე, რომ გავრცელდა ჭორი, რომ ეს არის “ოცნება ორი”. ამის გასანეიტრალებლად გაკეთდა ივანიშვილის განცხადება.

ივანიშვილს ვერავინ დაუშლის იყოს “ოცნების” გულშემატკივარი, გახარიას კონკრეტული არაფერი აქვს სათქმელი: წილოსანი

სანამ გახარია დაანონსებდა პარტიის დაფუძნებას, ასეთი აგრესიული დამოკიდებულება არ იყო, არც ოცნებიდან და არც ოპოზიციის მხრიდან.

ახლა კი გაჩნდა ახალი კონკურენტი, არც თუ ისე მცირე რეიტინგით და ივანიშვილიც იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ მის მიერ არჩეული პარტია ინარჩუნებს ძალაუფლებას. მეორე მხრივ, ამით ივანიშვილმა გახარია აკურთხა, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

თუ ვინმე გახარიას ოპოზიციონერობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სათქმელი აქვს, იხილეთ ივანიშვილის წერილი”- განაცხადა ანალიტკოსმა “ფორტუნას” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g