LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივლისიდან ვაქცინაცია სავაჭრო ცენტრებშიც შესაძლებელი იქნება: თამარ გაბუნია

77
თამარ გაბუნია

„ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, იმ დოზების ხარჯზე, რომელთა მიღებასაც ქვეყანა ზაფხულის პერიოდში და შემდეგ ელოდება. ვაქცინაცია სავაჭრო ცენტრებშიც შესაძლებელი იქნება,“– ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ვაქცინაციის ადგილების შექმნა და ბრიგადების დამატება იქნება – სამედიცინო დაწესებულებებისა და ასევე, საზოგადოებრივ ცენტრებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობის ხარჯზე.

„ჯამურად დღეს ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 200-მდე ბრიგადა, დამატებით კიდევ საჭიროა თითქმის ამდენივეს მობილიზება. მოლებთან კონსულტაციები დაწყებული უკვე გვაქვს.

ასევე, გამონახულია დიდი სივრცეები, სადაც სამედიცინო დაწესებულებები პასუხისმგებლობას ვაქცინაციის სივრცის მოწყობაზე თავად აიღებენ და იქ ვაქცინაციას იმ პირებისთვის ჩაატარებენ, ვინ მივა და დაწესებულებას მიმართავს,“- განაცხადა გაბუნიამ.

სრულად ვაქცინირებულებისთვის ფასდაკლებების პაკეტი და სხვა წამახალისებელი ღონისძიებები იგეგმება

 

პოპულალურები