LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯარში შევხვდით ერთმანეთს.. ბოლოს თბილისში რომ ჩამოვიდა დამირეკა.. ეს რა დღეში აღმოვჩნდით ბიჭო.. ახლა იქნებოდა შენი ჩაქრობა?“ – აკო ახალაია ლევან კბილაშვილს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება

2820
BeFunky-collage (13)

marketer.ge-ს დამფუძნებელი, აკო ახალაია ლევან კბილაშვილს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება და მისი გაცნობის ისტორიას იხსენებს:

„მე და ლევანი ჯარში შევხვდით ერთმანეთს, იქიდან დაიწყო ჩვენი ძმაკაცობა. ის იყო ჩვენი ასეულის მთავარი ხმა, გვიკითხავდა ფიცს და ჩვენც ვყვებოდით. მერე ისე მოხდა რომ ერთი და იმავე ობიექტზეც აღმოვჩნდით, მე სულ ხუმრობის ხასიათზე ვიყავი, სიმღერას წამოვიწყებდი და ვეუბნებოდი, შენზე უკეთ ვმღერი,მაგრამ ამყევი-თქო, მე ვჩუმდებოდი და ვუსმენდი ამ ოქროს ხმას როგორ მღეროდა თვალდახუჭული…

ეს იყო დიდი გულის მქონე ადამიანი, უდიდესი მეგობარი, სამართლიანი მოქალაქე, რომელიც ცოცხლობდა სიმღერით. მისთვის სიმღერა ყველაფერზე უფრო ძვირფასი იყო და მხოლოდ ამ მდგომარეობაში იყო ბედნიერი…

ბოლოს თბილისში რომ ჩამოვიდა დამირეკა, კიდევ კარგი შევხვდი და ბევრი ვისაუბრეთ, ალბათ ღამის 1 საათი იყო… ეს რა დღეში აღმოვჩნდით ბიჭო.. მე იმით მშვიდად ვიყავი რომ შენ შენი დიდი გზა იპოვე და ახლა იქნებოდა შენი ჩაქრობა? ასეთ დროს უბედურება ყველანაირ საყრდენს მაცლის, იმედს მიკარგავს და ფერს უცვლის ცხოვრებას….

Levan Kbilashvili როგორ მევასები და მეამაყები შენ რომ იცოდე ჩემო ძმაო ❤ რა ვქნა რომ ვერაფრით ვერ გეხმარები…“, – წერს აკო ახალაია.

“დღეს კიდევ ერთხელ გამეყინა სხეული… როცა წამოიზარდა მთხოვა ეს სიმღერა თავიდან ჩაგვეწერა, თუმცა მე ვეღარ შევძელი…” – ნატო გელაშვილი ლევან კბილაშვილს ემშვიდობება და მასთან ჩაწერილ დუეტს იხსენებს

“დავკარგე მეგობარი, შეიძლება ითქვას ძმა, გასულ ღამეს მისგან მესიჯი მივიღე, დღეს ის აღარ არის, მიყვარხარ სამუდამოდ” – ლუბა უსპენსკაია ლევან კბილაშვილს ემოციურად ემშვიდობება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები