LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ ადრეა ამაზე საუბარი: ეპისკოპოსი იაკობი პანსიონში სახალხო დამცველის შეშვების საკითხზე

51
1546096309-158600

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახლად დანიშნული დირექტორი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი სამომავლო გეგმების შესახებ ლაპარაკობს. მას სახალხო დამცველის შეშვების საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

„ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, გავეცნობი სიტუაციას და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. დღესდღეობით სოციალური მუშაკები მუშაობენ, სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებიც იყვნენ შემოსულები და კითხვები დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ. ადრე რა იყო არ ვიცი. ადრეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამაზე ვიდავებთ”, -განაცხადა ეპისკოპოსმა.

ცნობისთვის, პატრიარქის გადაწყვეტილებით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დირექტორად ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა. როგორც ის ამბობს, სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი საკუთარი გადაწყვეტილებით ეპარქიაში დაბრუნდა.

პოპულალურები