რუსული პროპაგანდისტული სამაუწყებლო არხის „რაშა თუდეის“ რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ამჯერად სტატუსს ექსპრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს უძღვნის: „ჯერ ხომ ულამაზესი მამაკაცია და მერე, ისე წერს, ხალხი მის ლექსებს ხმამაღლა კითხულობს. როგორც ბალზამი, გულს ისე ეფინება“ – წერს სიმონიანი.
ჟურნალისტის ამ სტატუსს რუსი ფანების კომენტარები მოჰყვა, რომლებიც მედვედევს გამოთქმული მოსაზრებების გამო აქებენ. ყოფილი პრეზიდენტი პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში აქვეყნებს ვიდეოებს უკრაინაში მიმდინარე ომზე.
„ვინმეს გჯერათ, რომ ფეისბუქი ჯობია ოდნოკლასნიკებს?“ – მარგარიტა სიმონიანი
„რუსეთი ისე მიყვარს, მოფერებით სამშობლუკას ვეძახი“- მარგარიტა სიმონიანი