ჩვენ საქართველოს შესახებ გარდამტეხი რეზოლუცია მივიღეთ. ევროკავშირის სამიტამდე ჯერ კიდევ რჩება დრო, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყონ , – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კმარონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

„შეწყვიტეთ პოლარიზაციის შემცველი ენის გამოყენება, ხელახლა შეუერთდით 19 აპრილის შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეაჩერეთ რუსული დეზინფორმაცია“, – მოუწოდა კრამონმა ქართველ პოლიტიკოსებს.

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 308 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა.

მსგავსი თემები