იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ლალი ქოქოშვილი სოციალურ ქსელში წერს, როგორ ექცევიან მას შემდეგ, რაც იგებენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ქვეყნიდან არის.
„მოგესალმებით, გუშინ პიცის საყიდლად შევედით მე და ბებოს ახლობელი ქალბატონი. რომ შევედით ყველა ხვიჩაზე ლაპარაკობდა. ვერ გამოთქვამდნენ სწორად სახელსა და გვარს.
და შევუსწორე, ხვიჩა კვარაცხელიაა – მეთქი! და გამეღიმა.
ყველა მე მომაშტერდა.
როგორ, გაიმეორეო.
გავიმეორე კიდევ მეორედ და ჯორჯიადან ხარო? და კი -მეთქი და პიცა უფასოდ გვაჩუქეს..
ძლიერი და საამაყო ერი ხართო. ცრემლები თავისით მომდიოდა სიხარულისგან. ისეთი ამაყი ვიყავი ჩემი პატარა საქართველოთი“!.. წერს ლალი ქოქოშვილი.