„ახალი წელი ახლოვდება, მეგობრებო! 15 დეკემბერს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში ყველა ილუმინაცია აინთება,“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„სპეციალურად ამ დღისთვის, თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა მოეწყობა, რომელიც შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციის შესახებ მოგვითხრობს.
ჯადოსნური შოუს დასასრულს მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარდგება Stefano Signoroni.
მოკლედ, არაჩვეულებრივი სანახაობა გველის. ამიტომ, 15 დეკემბერს, გელით ყველას, დიდსა თუ პატარას. ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე.
„გასულ წელს ნაძვის ხეს ცეცხლი მოეკიდა, მოგვიწია ახლის ყიდვა“ – წელს თბილისს ახალი ნაძვის ხე ექნება
„15 დეკემბერს ვგეგმავთ მთავარი ნაძვის ხის ანთებას. იქნება შესაბამისი კონცერტი.“
16 დეკემბრიდან უკვე განათებულ ქალაქში საახალწლო სოფელი გაიხსნება, რომელიც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღს მოიცავს.
საახალწლო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ გარემოში სტუმრებს მრავალფეროვანი კვების და ტკბილეულის ფესტივალი უმასპინძლებს, მოეწყობა საციგურაო ყინულის მოედანი, სამეწარმეო და აგრო ბაზარი, ყველასთვის საყვარელი არტისტების მუსიკალური საღამოები, საბავშვო კონცერტები და შემეცნებით-გასართობი აქტივობები.
რაც მთავარია, დედაენის ბაღში პატარებს თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონების პარკი დახვდებათ. საახალწლო სოფელი 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, მუსიკალური საღამოთი დაიხურება. გელით ყველას!“ – აღნიშნა კალაძემ.